ფეხბურთი

1:45 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და "ასტონ ვილა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში

ინგლისის პრემიერლიგაში 37-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა, ორივეში ევროპა ლიგის ფინალისტებმა ითამაშეს და მარცხი განიცადეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში „ჩელსის“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. 71-ე წუთზე მარკ კუკურელიამ გაიტანა გამარჯვების გოლი. „ჩელსი“ 66 ქულით მეოთხე ადგილზეა, ბოლო ტურში გასვლაზე კონკურენტ „ნოტინგემს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში უმოტივაციოა, 39 ქულით მე-16 ადგილზეა, ბოლო ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.

„ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგის მეორე ფინალისტი, „ტოტენჰემი“ დაამარცხა. მეორე ტაიმში ეზრი კონსამ და ბუბაკარ კამარამ გაიტანეს გოლები, რითაც უნაი ემერის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

„ასტონ ვილა“ 66 ქულით მეხუთე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ბოლო ტურში „მანჩესტერ იუნაიტედს“ სტუმრად შეხვდება, ხოლო „ტოტენჰემი“ 38 ქულით მე-17 ადგილზეა, სეზონს „ბრაიტონთან“ საშინაო მატჩით დაასრულებს, მანამდე ევროპა ლიგის ფინალი ელოდება.

„მანჩესტერისა“ და „ტოტენჰემის“ ფინალი 21 მაისს გაიმართება, გამარჯვებული არა მარტო, ევროპა ლიგას მოიგებს, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოიპოვებს. ასე რომ, პრემიერლიგის მე-16 ან მე-17 ადგილოსანი (რაც გასავარდნი ზონის ზღვარია) მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086412