ფეხბურთი

13:35 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო პედროს შეძენით პრემიერლიგის გრანდები ინტერესდებიან

ლონდონის „ჩელსი“ „ბრაიტონის“ თავდამსხმელის ჟოაო პედროს შეძენით ინტერესდება. ინფორმაციას Caught Offside ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას 23 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროს მიღება სურს. გუნდის შეცვლის წინააღმდეგი თავად ფეხბურთელიც არ არის.

აღსანიშნავია, რომ პედროს დამატება „ლივერპულსაც“ სურს. „ბრაიტონის“ თავდამსხმელს "წითლები" დარვინ ნუნიესის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით კი პედროს ღორებულება 50 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში ჟოაო პედრომ „ბრაიტონის“ მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090283