მადრიდის „რეალმა“ „ბორნმუთიდან“ ნიჭიერი ესპანელი ცენტრალური მცველი დინ ჰუისენი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა, ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ჰუისენმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ის მადრიდულ გრანდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან დაეხმარება. „რეალმა“ 58 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ჰუისენის გამოსასყიდი ფასი იყო.
ასე რომ, 20 წლის ნიჭიერი მცველი „რეალის“ მეორე ტრანსფერია ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემდეგ, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
დინ ჰუისენი ნიდერლანდებში დაიბადა და ამავე ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ 2024 წელს ესპანეთში თამაში გადაწყვიტა, სადაც 21-წლამდელთა გუნდში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ორჯერ ითამაშა.
დინ ჰუისენმა ბავშვობაში „მალაგაში“ ითამაშა, ხოლო 2021 წელს „იუვენტუსის“ აკადემიას შეუერთდა. ტურინული გრანდის მთავარ გუნდში ერთადერთხელ ითამაშა, გასული წლის იანვარში ის „იუვემ“ „რომაში“ გაანათხოვრა (14 მატჩი, 2 გოლი), გასულ ზაფხულს კი, 14 მილიონად „ბორნმუთში“ გაყიდა. პრემიერლიგაში 20 წლის ესპანელმა 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მომდევნო სეზონიდან მადრიდის „რეალში“ ითამაშებს.






