ფეხბურთი

19:05 | 17.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი და დავით ვოლკოვის საგოლე პასი აზერბაიჯანის ჩემპიონატში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ზირა“ „საბაჰს“ დაუზავდა და გიორგი პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი 26-ე წუთზე გამოიჩინა, როცა ანგარიში გახსნა, მას საგოლე პასი დავით ვოლკოვმა გაუკეთა. გიორგი 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩი 1:1 დასრულდა.

პაპუნაშვილს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ვოლკოვის აქტივში 11 გოლია.

„ზირა“ 71 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 24 მაისს, „არაზს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097339