მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ის გახსნილიც არაა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის და დინ ჰუისენის ტრანსფერები უკვე დადასტურდა, ახლა კი, „რეალი“ ძალიან ახლოსაა კიდევ ერთი მცველის, ალვარო კარერასის შეძენასთან. 22 წლის ესპანელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ „რეალი“ 50-60 მილიონ ევროს გადაიხდის. მხარეებს შორის, თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია.
ნიჭიერი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის „რეალის“ განკარგულებაში იქნება, შესაბამისად, გუნდს ივნისის დასაწყისში უნდა შეუერთდეს. ასე რომ, "სამეფო კლუბს" მარჯვენა, ცენტრალური და მარცხენა მცველის პოზიციებზე უკვე ჰყავს ახალწვეულები.
ალვარო კარერასი „ბენფიკაში“ 2023 წლიდან თამაშობს და 63 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.






