ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში ATP-ის რეიტინგის 35-ე ნომერი და ფავორიტი, ტალონ გრიეკსპოორი ორ სეტში დაამარცხა.
შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ბასილაშვილმა 6:4 მოიგო, ხოლო მეორე სეტში ნიდერლანდელმა ნიკოლოზს წინააღმდეგობა ვერ გაუწია - 6:0.
ბასილაშვილმა ორი ეისი მიითვალა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს 2 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ბასილაშვილი ფინალში 18 მაისს, ფრანგ ჯოვანი მპეტში პერიკარს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 36-ე ნომერია.