ფეხბურთი

13:12 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "ზედიზედ ორი თამაშის მოგება ვერ შევძელით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „სენტ ეტიენის“ ლიგა 1-დან გავარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ნორვეგიელმა „ტულუზთან“ მარცხის (2:3) შემდეგ აღნიშნა, რომ სტაბილურობა მთელი სეზონის განმავლობაში არ ჰქონიათ:

„პირველ რიგში, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ გულშემატკივრების, ამ ქალაქის გამო, ძალიან ვწუხვარ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ წარუმატებლობაზე, იანვარში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ ეს კლუბი ლიგიდან გავარდნილიყო. საწყისი 5 წუთი კარგად ჩავატარეთ, სანამ პირველ გოლს ძალიან ადვილად გავუშვებდით, როგორც ეს ამ სეზონში ძალიან ხშირად ხდებოდა. ამის შემდეგ ენერგია დავკარგეთ, ვიტანჯეთ.

ამ სეზონში ზედიზედ ორი თამაშის მოგება ვერ შევძელით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. ზოგჯერ კარგი რაღაცეები ვაჩვენეთ, მაგრამ სტაბილურობა არასდროს გვქონია. ეს ჩვენი სირთულის ისტორიას აჩვენებს“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ „სენტ ეტიენმა“ სეზონი 30 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონს ლიგა 2-ში გააკეთებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090599