„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა დაადასტურა, რომ ფეხბურთის თამაში ისევ მაღალი დონის ლიგაში სურს.
შესაბამისად, MLS-ის და არაბული ვარიანტები ბელგიელისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი არ არის და ეცდება, რომ ევროპაში დარჩეს:
„ისევ მინდა ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში. ოჯახი მყავს და გადაწყვეტილება მათი გათვალისწინებითაც უნდა მივიღო. მომავალი ისევ ინგლისში? შესაძლებელია“, - თქვა დე ბრუინმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ კევინ დე ბრუინთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა, რის გამოც ბელგიელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ბოლო პერიოდში დე ბრუინს „ნაპოლის“ უკავშირებენ.