ფეხბურთი

16:00 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია "ბენფიკას" სეზონის ბოლოს დატოვებს

ანხელ დი მარია სეზონის ბოლოს ლისაბონის „ბენფიკას“ დატოვებს. ეს ცნობა 37 წლის არგენტინელმა თავად დაადასტურა.

როგორც დი მარიამ თქვა, „ბრაგასთან“ მატჩი (1:1) მისთვის ბოლო იყო პორტუგალიის ჩემპიონატში, ხოლო პორტუგალიის თასის ფინალში „ბენფიკას“ მაისურს ბოლოჯერ მოირგებს.

„ძალიან ცუდია ასეთი დასასრული გრძელი სეზონის შემდეგ. ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ამ მაისურით ჩემპიონატში და ვამაყობ, რომ მისი თავიდან ჩაცმა მოვახერხე. კვირას ფინალი გვრჩება და მოედანზე თასის მოგების დიდი სურვილით გავალთ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - თქვა დი მარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია „ბენფიკაში“ 2023 წელს დაბრუნდა და ორ სეზონში შესანიშნავად ითამაშა: 85 მატჩი, 32 გოლი. „არწივების“ რიგებში ის 2007-2010 წლებშიც თამაშობდა, როცა 125 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მის კარიერაში ასევე იყო „როსარიო სენტრალი“, „რეალი“, „მანჩესტერი“, პსჟ და „იუვენტუსი“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089791