უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურში ირაკლი აზაროვმა საგოლე პასი მიითვალა. „შახტარმა“ სტუმრად „ინჰულეცი“ 4:1 გაანადგურა.
ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი ჩაწოდების შემდეგ მეორე წუთზე ანგარიში არტიომ ბონდარენკომ გახსნა. „შახტარი“ 61 ქულით მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში „რუხს“ ეთამაშება.
ოდესის „ჩერნომორეცი“ შინ კიევის „დინამოს“ დაუზავდა (1:1), ხოლო გიორგი რობაქიძე საგოლე პასით გამოირჩა. 19 წლის ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და სამ წუთში საგოლე გადაცემა მიითვალა. ოდესელთა რიგებში ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ იყო.
„ჩერნომორეცი“ ბოლო ადგილზეა და პრემიერლიგიდან უკვე გავარდნილია.