კალათბურთი

22:20 | 18.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 7 ქულა, "ვირტუსი" მეოთხედფინალში დაწინაურდა

იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ „ვენეცია“ დაძაბულ ბრძოლაში 90:85 დაამარცხა და დაწინაურდა.

„ვირტუსი“ დამაჯერებლად იგებდა, სიტუაცია მხოლოდ ბოლო მეოთხედში დაიძაბა, რომელიც ვენეციელებმა 29:16 მოიგეს.

შენგელიამ 18 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 7 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

სერიის მეორე მატჩი 20 მაისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება, ხოლო 23 მაისს მასპინძელი უკვე „ვენეცია“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09308