ესპანეთის ლა ლგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 72-ე წუთზე ალექს ბერენგერმა გაიტანა. ბასკური გუნდი ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილს შორი მანძილიდან ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა - 0:1.
მამარდაშვილმა 3 სეივი მიითვალა. ეს იყო გიორგის ბოლო მატჩი „ვალენსიას“ რიგებში „მესტალიაზე“, რადგან ზაფხულში ის გუნდს დატოვებს.
„ვალენსია“ 37 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-12 ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის შანსი დაკარგა, ბოლო ტურში კი, 25 მაისს, „ბეტისს“ სტუმრად დაუპირისპირდება.