იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ემპოლიმ“ სტუმრად გავარდნილი „მონცა“ 3:1 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„ემპოლიმ“ პირველი ტაიმი 0:1 დათმო, ხოლო მეორე ნახევარში დაქამბექება მოახერხა და ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. საბა გოგლიჩიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და გუნდს მოგებაში დაეხმარა.
საბა გოგლიჩიძეს მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი. მან 32 შეხვედრა სერია A-ში ჩაატარა, სამი იტალიის თასზე.
„ემპოლი“ 31 ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე, მაგრამ მის წინ მყოფ „ლეჩესაც“ 31 ქულა აქვს, იქვეა „პარმა“ 33 ქულით. „ემპოლი“ ბოლო ტურში „ვერონას“ მასპინძლობს, რომელსაც თუ დაამარცხებს, დიდი ალბათობით, ადგილს შეინარჩუნებს.