ფეხბურთი

0:10 | 19.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "გამოსამშვიდობებელ მატჩში საუკეთესო იყო, მოგვენატრება"

ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურში „ვალენსია“ „ბილბაოსთან“ დამარცხდა (0:1), ევროზონაში შესვლის შანსი დაკარგა, ხოლო გიორგი მამარდაშვილმა „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა.

ესპანურმა მედიამ ქართველი მეკარის მატჩი ძალიან დადებითად შეაფასა, გიორგიმ კიდევ ერთხელ მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა:

AS: „ის თავის გუნდში საუკეთესო იყო. შესანიშნავი სეივების წყალობით „ვალენსია“ გოლებისგან იხსნა. ბერენგერის გოლის წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხა. ეს მისი ბოლო მატჩი იყო „მესტალიაზე“ და გულშემატკივრებმა მის მიმართ სიყვარული რამდენჯერმე გამოხატეს“.

Eldesmarque: „მესტალიასთან“ გამოსამშვიდობებელ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოლი აუღებელი იყო, დანარჩენ მომენტებში კი, შესანიშნავად ითამაშა. ის მოგვენატრება“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 2021 წლიდან მან ესპანურ გუნდში მთლიანობაში 133 მატჩი ჩაატარა. „ვალენსია“ სეზონს 25 მაისს, „ბეტისთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094578