ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ განუთესავი იქნება.
უკვე გაირკვა განთესილი გუნდების ვინაობა, გარდა ბოსნიის ჩემპიონისა, რომელიც მომავალ კვირაში გაირკვევა. შესაბამისად, „იბერიას“ სავარაუდო მეტოქეები არიან:
„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „სტიაუა“ (რუმინეთი), „ოლიმპია“ (სლოვენია), „მალმიო“ (შვედეთი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), რფს (ლატვია), „კუპსი“ (ფინეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „დრიტა“ (კოსოვო), „ბრეიდაბლიკი“ (ისლანდია), „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), ბოსნიის ჩემპიონი.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-9 და 15-16 ივლისს გაიმართება.