36 წლის რუსმა ფეხბურთელმა არტიომ ძიუბამ, რომელიც ამჟამად "აკრონი ტოლიატის" ღირსებას იცავს UFC-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ილია თოფურია ბევრს საუბრობს და სურვილი აქვს მახაჩევმა ის გააჩუმოს.
"ილია თოფურია ბევრს ლაპარაკობს და მინდა ისლამ მახაჩევმა ის გააჩუმოს. არ მჯერა, რომ თოფურიას რაიმე შანსი აქვს მახაჩევთან." - განაცხადა რუსმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში გადაინაცვლა, რითაც ილიასთან ჩხუბს თავი აარიდა.
ილია თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლას ჩარლზ ოლივეირასთან 28 ივნისს გამართავს.