„ვალენსია“ Netflix-ის და მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ Netflix-მა ვინისიუსის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, მაგრამ „ვალენსიაში“ ამბობენ, რომ დოკუმენტური ფილმი რეალობას არ ასახავს.
„ლოს ჩე“ მხარეებს უსამართლობისა და სიცრუის გაშუქებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2023 წელს, ვალენსიაში ჩატარებულ მატჩს, რომლის „მსხვერპლიც“ ვინისიუსი გახდა. ფილმში სწორედ ამ მატჩში მის მიმართ რასისტული თავდასხმაა ასახული. კერძოდ, ვიდეო, რომელშიც „ვალენსიას“ ფანები ვინისიუსს უყვირიან. რეალურად ფანები ვინისიუსს უყვირიან „სულელს“, მაგრამ ფილმში ასახულია, რომ მას მაიმუნი უწოდეს.
შედეგად, „ვალენსია“ მოითხოვს თავისი გულშემატკივრების პატივისცემას და იტოვებს უფლებას, სამართლებრივ ზომებს მიმართოს, თუ Netflix-ი აღნიშნულ ეპიზოდს არ შეცვლის.






