სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:20 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალი“ ვარსკვლავი ფეხბურთელის 100 მილიონ ევროდ დამატებას გეგმავს

მადრიდის „რეალი“ ვარსკვლავი ფეხბურთელის დამატებას მომავალი სეზონის დაწყებამდე გეგმავს. ამის შესახებ AS-ის ჟურნალისტმა ხოაკინ მაროტომ განაცხადა.

წყაროს ცნობით, „ლოს ბლანკოსი“ ვარსკვლავი ფეხბურთელის დამატებას, რომლის სახელიც ჯერ არ გახმაურებულა, ზაფხულში, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გეგმავს. ასევე აღნიშნულია, რომ ფეხბურთელის ფასი 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

შგახსენებთ, რომ ამ სეზონში „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც „არსენალთან“ დამარცხდა. „ლოს ბლანკოსი“ ასევე ესპანეთის თასისა და სუპერთასის ფინალამდე მივიდა, სადაც „ბარსელონასთან“ წააგო. 37 ტურის შედეგების მიხედვით, მადრიდული კლუბი ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094315