ფეხბურთი

19:15 | 20.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გაგნიძე უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„კოლოსის“ ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე უკრაინის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი ადგილობრივმა გამოცემა Sportarena-მ გამოარჩია. ნიკამ ლვოვის „კარპატის“ წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, თავის გუნდს გამარჯვებაში გოლით და საგოლე პასით დაეხმარა.

ნიკა გაგნიძემ „კოლოსის“ მაისურით უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

„კოლოსი“ 35 ქულით მე-10 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 24 მაისს, კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179745