ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ჰონ-მინ სონმა ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, შესანიშნავი შანსი აქვთ, სეზონი და „ტოტენჰემის“ ისტორია შეცვალონ.
„ძალიან ემოციური მომენტია. ცხადია, ფინალში გასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია. აღტაცებული და ბედნიერი ვართ, თუმცა ბოლო ნაბიჯი გადასადგმელია, რაც უნდა გავაკეთოთ. ნამდვილად შეგვიძლია მთელი სეზონის შეცვლა, პრემიერლიგაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ტიტულის მოგება გვინდა. შესანიშნავი შანსი გვაქვს, სეზონი შევცვალოთ და ასევე კლუბის ისტორია“, - თქვა სონმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 21 მაისს გაიმართება.