ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანგე პოსტეკოღლუმ ევროპა ლიგის ფინალში „მანჩესტერთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
„ჩემი აზრით, კლუბში საკმაოდ მკაფიო მიზნებით მოვედი, ყველაფერი გავაკეთე ამ პროცესში, რათა კლუბი ისეთ პოზიციაზე მოგვექცია, სადაც მას ტიტულებისთვის ბრძოლა შეეძლებოდა და ამავდროულად გუნდი გაახალგაზრდავდებოდა, თამაშის სტილსაც შეიცვლებოდა. ეს დიდი გამოწვევა იყო, გზაში მრავალი გამოწვევით. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, რომელიც დამეკისრა - კლუბს ტიტული მოვუტანო“, - თქვა პოსტეკოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 21 მაისს გაიმართება.