ფეხბურთი

0:22 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისრაელის ნაკრებისა და ჰაიფას „მაკაბის“ ფეხბურთელი გადი კინდა 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შემტევი ნახევარმცველი ეთიოპიელი იყო, მაგრამ ისრაელის მოქალაქეობა მიიღო და ამავე ქვეყნის ნაკრებში თამაშობდა. ის მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კინდა 2024 წლიდან „მაკაბიში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „კანზას სიტის“, იერუსალიმის „ბეითარისა“ და „აშდოდის“ წევრი იყო.

მას ნათამაშები აქვს ისრაელის 18, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში, ხოლო ეროვნულ ნაკრებში 2021-2024 წლებში 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165586