ფეხბურთი

17:05 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: "ბიჭებო გთხოვთ ამ მაისურისთვის სისხლი დაღვარეთ"

დღეს ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც "სან მამესზე" ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე "წითელი ეშმაკების" ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "იუნაიტედის" ფეხბურთელებს მიმართა და გაამხნევა.

"ფინალის დღეს თქვენთან ვერ ვიქნები, რადგან პარიზში ჩემი დის დაკრძალვაზე მივდივარ. ის 20 წლის განმავლობაში ებრძოდა კიბოს. ბიჭებო გთხოვთ, რომ ამ მაისურისთვის სისხლი დაღვაროთ და გამარჯვება ყველაფრის ფასად მოიპოვოთ. არანაირი გამართლება არ არსებობს. მე თქვენი მჯერა, ვიცი ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ." - ამბობს ევრა.

ცნობისთვის, ევრა "მანჩესტერის" მაისურით 2006-2014 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც 379 მატჩი ჩაატარა და გუნდთან ერთად 5-ჯერ პრემიერლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.


შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერის" მატჩი დღეს 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094814