საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟერალ ბატიკლმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 29-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ არიან დეზირე დუე (პსჟ), უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) და რაიან შერკი (ლიონი), რომლებიც დიდიე დეშამმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. თუმცა, 21-წლამდე ნაკრები მათ გარეშეც ძალიან ძლიერად გამოიყურება. მოგეხსენებათ, საფრანგეთი ჯგუფში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, რომელსაც 14 ივნისს შეხვდება.
საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ობედ ნკამბადიო (პარიზი), გუილამ რესტე (ტულუზი), რობინ რისე (რედ სტარი)
მცველები: ჟერემი ჟაკე (რენი), კასტელო ლუკება (ლაიპციგი), კრისლან მაციმა (აუგსბურგი), კრისტიან მავისა (მონაკო), ქუენტინ მერლინი (მარსელი), კილიან სილდილია (ფრაიბურგი), ნათან ზეზე (ნანტი)
ნახევარმცველები: ლუსიენ აგუმე (სევილია), დილან ბაკვა (სტრასბური), საიმონ ბუაბრი (მონაკო), აიუბ ბუადი (ლილი), მათის დეტორბე (ტრუა), ენდი დიუფი (ლანსი), ისმაელ დუკურე (სტრასბური), იოჰან ლეპენანი (ნანტი), ენცო მილო (შტუტგარტი)
თავდამსხმელები: ჟან-მატეო ბაოია (აინტრახტი), ტიერნო ბარი (ვილიარეალი), ნოა ედჯუმა (ტულუზი), უგო ეკიტიკე (აინტრახტი), ტიდიამ გომისი (ლაიპციგი), არნო კალიმუენდო (რენი), ელი ჟუნიორ კრუპი (ლორიენი), ვილსონ ოდობერი (ტოტენჰემი), ლუმ ჩაუნა (ლაციო), მათის ტელი (ტოტენჰემი)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.









