ფეხბურთი

0:04 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "ფინალამდე მშვიდად ვარ, ახლა ბევრად მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე ადრე"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და თავის ყოფილ კლუბ, „ინტერთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„მშვიდად ვარ და ვცდილობ, ყოველდღე ის გავაკეთო, რასაც ჩვეულებრივ ვაკეთებ. ახლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს, ვიდრე 2018 წელს, უკეთესი ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი მშვიდად გავაკეთო.

ჯერ არ მისაუბრია ყოფილ თანაგუნდელებთან („ინტერის“ ფეხბურთელები - რედ), მაგრამ მე და ლაუტაროს საერთო აგენტი გვყავს. უახლოეს დღეებში დაველაპარაკები, ვიცი, რომ „ინტერს“ სერია A-ში წინ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.

დუმფრისი ბევრ გოლს იტანს, მაგრამ ხუთკაციან დაცვაში თამაშობს, მეც „ინტერში“ ამ პოზიციაზე ვთამაშობდი და მახსოვს, გოლის გატანა უფრო ადვილი იყო. ის შესანიშნავი მოთამაშეა, მასში ყველაზე მეტად თავით თამაშის უნარი მომწონს, რაშიც მე ნული ვარ“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092252