საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის დასკვნით შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ სტუმრად „თელავი“ დაამარცხა (2:1) და მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მეექვსე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს გიტის პაულაუსკასმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 77-ე წუთზე მოჰამედ ფოფანამ ბათუმელები წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმმა“ 19 აპრილის შემდეგ და მეორე წრეში პირველად მოიგო (3 ფრე, 3 წაგება). გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 27 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ტორპედოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი, „სამგურალს“ შეხვდება. „თელავი“ 12 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო მატჩს „გაგრასთან“ გამართავს.
დღის კიდევ ერთ მატჩში "გაგრა" და "თელავი" დაზავდნენ - 1:1. „გარეჯი“ პირველი ტაიმის მიწურულს ლევან პაპავას გოლით დაწინაურდა, რომელმაც ანგარიში პენალტით გახსნა. მასპინძლებმა მე-60 წუთზე გაათანაბრეს, გიორგი პაპუაშვილის გოლით და დარჩენილ დროში გუნდების მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
„გარეჯი“ 14 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება, ხოლო „გაგრას“ 17 ქულა აქვს და მეექვსეა, ხოლო შემდეგ მატჩს „თელავთან“ გამართავს.
„გაგრა“ – „გარეჯი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 პაპავა (45, პენ), 1:1 პაპუაშვილი (60)
„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ბაშალეიშვილი (6), 1:1 პაულაუსკასი (44), 1:2 ფოფანა (77)