„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ფაბიან რუისმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა „ნაპოლიზე“, სადაც პსჟ-ში გადასვლამდე თამაშობდა:
„დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო სეზონი მაქვს. წელს ძალიან კარგად გამოვდივართ და ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლოს საბოლოოდ, შემეძლება თქმა, რომ საუკეთესოა.
„ინტერი“ ძლიერი გუნდია და ბოლო სამ წელში მეორედაა ფინალში. ისინი კარგად თამაშობენ და ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, ხარისხიანი ფეხბურთელები. რთული მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
ლუის ენრიკესთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. დიდი ხანია ვიცნობ, ნაკრებში პირველად მან გამომიძახა. ის არის მწვრთნელი, რომელიც ჩვენზე ძალიან ბევრს მუშაობას, რათა გავუმჯობესდეთ, არა მხოლოდ, როგორც ფეხბურთელები, არამედ, როგორც კაცები. მას უყვარს ბურთის კონტროლი და ეს მეხმარება, რომ მასთან მუშაობით თავს კომფორტის ზონაში ვგრძნობ. მაღალ პრესინგს გვათამაშებს, თუ ვინმე არ დარბის, მასთან ვერ ითამაშებს.
დიახ, „ნაპოლის“ თამაშებს ვუყურებ, ეს გუნდი ჩემს გულშია, რადგან იქ 4 ლამაზი წელი გავატარე. კვლავ მაქვს კონტაქტი ბევრ ფეხბურთელთან, ისინი ჩემი მეგობრები არიან და გუნდს ვგულშემატკივრობ. ვუსურვებ, რომ სკუდეტო მოიგოს, რადგან იმსახურებს“, - თქვა რუისმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.









