ფეხბურთი

20:53 | 22.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
პორტუგალიას საქართველო ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, 17 ივნისს შეხვდება

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

მან ამ დროისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა, ხოლო საბოლოო განაცხადს 3 ივნისს დაასახელებს, რომელშიც ის 23 ფეხბურთელი იქნება, რომლებიც ევრო 2025-ზე ითამაშებენ.

პორტუგალია ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა, რომელსაც მესამე ტურში, 3 ივნისს, ტრენჩინში დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მესამე ზაფხულია, რაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო და პორტუგალია ხვდებიან: 2023 წელს, 21-წლამდელების დაპირისპირება საქართველომ თბილისში, საბა საზონოვის და გიორგი გაგუას გოლებით 2:0 მოიგო, ხოლო შარშან, ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვება ისევ საქართველომ მოიპოვა, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით - 2:0.

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა კი, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ასეთია:

მეკარეები: დიოგო პინტუ (სპორტინგი), ჟოაო კარვალიო (ბრაგა), სამუელ სოარეში (ბენფიკა)

მცველები: ჩიკო ლამბა (აროუკა), კრისტიან მარკეში (ივერდონი), ედუარდო კუარეჟმა (სპორტინგი), ფლავიო ნაზინიო (სერკლ ბრიუგე), ფრანსისკო ჩისუმბა (ბრაგა), ჟოაო მუნისი (სპორტინგი), ლოურენცო ენრიკეში (ვარჟიმი), რაფაელ როდრიგესი (ავს), როდრიგო გომეში (ვულვზი), როდრიგო პინეირო (ფამალიკაო)

ნახევარმცველები: დიოგო ნაშიმენტო (ვიზელა), გუსტავო სა (ფამალიკაო), ჟოაო მარკეში (ჟილ ვისენტე), მათეუშ ფერნანდესი (საუთჰემპტონი), მათიას დე ამორიმი (ფამალიკაო), პაულო ბერნარდო (სელტიკი), პედრო სანტუში (მორეირენსე)

თავდამსხმელები: კარლოს ბორჟესი (ვულვზი), ფაბიო სილვა (ლას პალმასი), ჯოვანი კენდა (სპორტინგი), ენრიკე არაუჟო (აროუკა), როჟერ ფერნანდესი (ბრაგა), ტიაგო ტომასი (ვოლფსბურგი)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165016