უეფამ ევროპა ლიგის 2024-2025 წლების სეზონი შეაჯამა და ტურნირის საუკეთესოები დაასახელა.
საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ „ტოტენჰემის“ მცველი კრისტიან რომერო აღიარა, ხოლო ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო „ლიონის“ შემტევმა რაიან შერკიმ მიიღო.
გარდა ამისა, შეადგინეს სეზონის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასეთია:
მეკარე: გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)
მცველები: პედრო პორო (ტოტენჰემი), კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), რობინ კოხი (აინტრახტი), ფრედრიკ ბიორკანი (ბოდო გლიმტი)
ნახევარმცველები: პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), კაზემირო (მანჩესტერი)
თავდამსხმელები: რაიან შერკი (ლიონი), დომინიკ სოლანკე (ტოტენჰემი), ნიკო უილიამსი (ბილბაო)
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგა ლონდონის „ტოტენჰემმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში „მანჩესტერი“ 1:0 დაამარცხა.