„ლევერკუზენის“ ნახევარმცველის, ფლორიან ვირტცისთვის ბრძოლაში „ლივერპული“ დაწინაურდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქოს, ფეხბურთელი „ბაიერნთან“ უფრო ახლოს იყო, ბოლო ცნობებით, დიდი შანსია, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერზე ჯერ მწვანე შუქი არაა, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და „ენფილდზე“ 22 წლის გერმანელის აღმოჩენის ძალიან დიდი შანსია.
„ბაიერნს“ ვირტცის დაკარგვის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტზე მოუწევს მუშაობა და გერმანული მედია იტყობინება, რომ ასეთი „მილანის“ ნახევარმცველი რაფაელ ლეაოა.
ფლორიან ვირტცი „ლევერკუზენის“ აღზრდილია, რომლის მაისურით დღემდე 197 მატჩში 57 გოლი გაიტანა.






