ფეხბურთი

12:04 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "ასეთ მოკლე დროში ამის გაკეთება მხოლოდ კონტეს შეეძლო"

„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ სკუდეტოს მოგების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მხოლოდ ანტონიო კონტეს შეეძლო ასეთ მოკლე დროში მსგავსი შედეგის ჩვენება.

„როდესაც ფეხბურთს თამაშობ, გამარჯვებისთვის, თასის აღმართვისთვის ცხოვრობ, რათა ხალხს სიხარული მიანიჭო. იმის ცოდნა, რომ ამ ტიტულმა ბევრი ადამიანი გაახარა, დიდებულია. ასეთი სეზონის შემდეგ, რომელშიც ერთიანი ვიყავით, ეს დამსახურებული ტიტულია. ვამაყობ, რომ ძლიერი გუნდის კაპიტანი ვარ, რომელსაც მტკიცე ხასიათი აქვს.

მწვრთნელის წინაშე დიდ ვალში ვარ, მე და მთელ გუნდს მაღალ დონეზე დაბრუნება გვჭირდებოდა. ის ფენომენალური იყო და ამის მოკლე დროში გაკეთებაში ის პირველი ნომერია“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის“ კაპიტნის რანგში სკუდეტო მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.165159