ფეხბურთი

10:50 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია "ვალენსიაში" მამარდაშვილის ბოლო მატჩზე: "გუნდს მაღალ დონეზე დაემშვიდობა"

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ბოლო მატჩი ჩაატარა, სევილიაში „ბეტისის“ წინააღმდეგ (1:1) და მართალია, კარი მშრალად ვერ შეინახა, მაგრამ კიდევ ერთხელ შესანიშნავად ითამაშა.

ესპანურმა მედიამ მისი თამაში ძალიან დადებითად შეაფასა:

AS: „მან „ვალენსიას“ მაისურით ბოლო თამაში ჩაატარა და მაღალ დონეზე დაემშვიდობა. შესანიშნავი თამაშით „ბეტისს“ გოლის გატანაში ხელი რამდენჯერმე შეუშალა“.

Eldesmarque: „სამწუხაროა, რომ ბოლო იყო. მეკარემ ყველაფერი შეაჩერა, რისი შეჩერებაც შეიძლებოდა“.

გიორგი მამარდაშვილი 2024-2025 წლების სეზონი 34 მატჩით (8-ჯერ მშრალი კარი) დაასრულა, ხოლო მთლიანობაში 2021 წლიდან 24 წლის მეკარემ „ვალენსიას“ კარი 134 შეხვედრაში დაიცვა. მამარდაშვილი თავის დროზე „ვალენსიამ“ იჯარით გადაიბირა, ხოლო 6 თვეში გამოისყიდა. გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში“ 35 მილიონ ევროდ გაყიდა, ეს სეზონი კი, „მესტალიაზე“ გიორგიმ იჯარით გაატარა.

შესაბამისად, ზაფხულიდან მამარდაშვილი უკვე „ლივერპულის“ კარს დაიცავს, სადაც ალისონთან კონკურენციაში ეცდება გამარჯვებას.

"ვალენსიამ", რომელიც გავარდნის რეალური კანდიდატი დიდი ხნის განმავლობაში იყო, სეზონი 46 ქულით და მე-12 პოზიციაზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088867