გახდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონიც? ამის გადაჭრით თქმა ძნელია, რადგან სერია A-ს მოქმედი რეგლამენტით, ის საჩემპიონო ოქროს მედალს ვერ მიიღებს.
თუმცა, იტალიის ჩემპიონად ჩაითვლება, მორალურად, ქაღალდზე, სტატისტიკურად. როგორც Gazzetta Dello Sport-ი, Goal Italia და Tuttomercato წერენ, Lega Serie A ოქროს მედალს გადასცემს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩემპიონობის მომენტში გუნდში არიან რეგისტრირებული.
შედეგად, კვარაცხელია ორგზის იტალიის ჩემპიონია, მაგრამ მხოლოდ ერთი მედალი აქვს, რომელიც 2023 წლის ჩემპიონობისთვის მიიღო. ასევე, ჩემპიონებად შეიძლება ჩაითვალონ, მაგრამ მედლის გარეშე დარჩნენ ალესიო ძერბინი, ელია კაპრილე და მაიკლ ფოლორუნშო, რომლებმაც კვარას მსგავსად გუნდი იანვარში დატოვეს.
კვარა მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ორჯერ შეძლო ჩემპიონობა: დევიდ ბექჰემმა (პსჟ და „გალაქსი“), დანიელ ამარტიმ („კოპენჰაგენი“ და „ლესტერი“), კინგსლი კომანმა („იუვენტუსი“ და „ბაიერნი“), ალვარო ოდრიოსოლამ („რეალი“ და „ბაიერნი“) და ჟოაო კანსელომ („მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“) შეძლეს მანამდე იგივე.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სეზონის პირველი წრე გაატარა და ჩემპიონობაში დიდი წვლილიც შეიტანა, 17 მატჩში გატანილი 5 გოლით და 3 საგოლე პასით.