„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ანტონიო კონტეს მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მან ნეაპოლის მედიის საშუალებით ფანებს უთხრა, რომ არ ინერვიულონ, კონტეს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს.
„არ ინერვიულოთ, კონტე შესანიშნავი მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც სულ უფრო და უფრო მაოცებს. მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს“, - თქვა დე ლაურენტისმა.
თუმცა, მანამდე „ნაპოლის“ პრეზიდენტმა Rai-ს ცოტა სხვა რამ უთხრა: „გვსურს მასთან ერთად მუშაობის გაგრძელება, მაგრამ თუ მისი ფიქრები სხვაგანაა, არასდროს არავის ვაიძულებ დარჩენას. ვთხოვ დარჩეს, მაგრამ ნამდვილად ვერ ვაიძულებ”, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და პირველივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა.