ფეხბურთი

18:20 | 24.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ნაპოლის" სკუდეტო დიდი გამარჯვებაა, მაგრამ არა - სასწაული"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში“ სკუდეტოს მოგებით დიდი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ჩემპიონობა სასწაულის ტოლფასია:

„ეს სასწაული არ არის, თუმცა დიდი გამარჯვება არის. კონტემ „ნაპოლის“ სკუდეტო პირველივე მცდელობით დაუბრუნა თავის ფეხბურთელებთან საოცარი მუშაობის წყალობით, განსაკუთრებით, მენტალურ დონეზე. დიახ, შარშან „ნაპოლიმ“ საშინელი სეზონი ჩაატარა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2023 წელს სპალეტისთან ერთად ეს გუნდი ჩემპიონატში დომინანტი იყო. კონტეს ყველაფერი ნულიდან არ დაუწყია, როგორც ამას ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ამბობდა. თუმცა, ის ნამდვილად კარგად ახერხებდა გუნდისთვის ახალი სტიმულის მიცემას“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 2023 წელს იტალიის ჩემპიონი გახდა, 2024 წელს მე-10 ადგილზე გავიდა, ხოლო ახლა ისევ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს პირველი შემთხვევაა სერია A-ში, როცა ჩემპიონი გახდა გუნდი, რომელმაც წინა სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მე-10 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094221