სანდრო ბაზაძემ მადრიდში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ბაზაძემ შესანიშნავად იასპარეზა, ზედიზედ 6 შეხვედრა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.
ქართველი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო, 3 მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, ამ ეტაპზე სამხრეთკორეელი სპორტსმენი 15:13 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თურქ მეტოქეს 15:8 სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.