24 მაისს, უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისური „არსენალი“ და ესპანური „ბარსელონა“ შეხვდნენ. გუნდები ერთმანეთს ლისაბონში, „ხოსე ალვალადეს“ სტადიონზე დაუპირისპირდნენ და „მეთოფეებმა“ მინიმალური ანგარიშით - 1:0 გაიმარჯვეს.
მატჩის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. ბურთი „არსენალის“ შვედმა თავდამსხმელმა სტინა ბლაქსტენიუსმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 18 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
ეს გამარჯვება „არსენალის“ ისტორიაში მეორე იყო. პირველად ლიგის თასს ინგლისელები 2006-2007 წლების სეზონში დაეუფლნენ.









