სხვა

15:25 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრივის გრანდიოზული შოუ შედგა: საჩემპიონო ქამარი საქართველოში დარჩა
ნიკა ბიგვავამ ზიმბაბველ მეტოქეს მოუგო

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით თბილისში პროფესიონალური კრივის გრანდიოზული შოუ გაიმართა.

მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებში ერთმანეთის პირისპირ როგორც გამორჩეული ქართველი პროფესიონალი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან, ასევე უცხოელი მებრძოლები წარსდგნენ.
ღონისძიებამ ქართული კრივის ქომაგთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რადგან დღის მთავარ ბრძოლაში WBF International ჩემპიონის ქამრისათვის რეიტინგის ლიდერი ნიკა ბიგვავა ზიმბაბველ პრეტენდენტს ფრიმენ მვაბონგვეს დაუპირისპირდა.10 რაუნდიანი დაძაბული და ემოციური ორთაბრძოლა ქართველი მოკრივის გამარჯვებით დასრულდა.

ბიგვავამ ჩემპიონის ქამარი თავად მსოფლიო კრივის ფედერაციის პრეზიდენტის, ჰოვარდ გოლდბერგისგან მიიღო, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ბრძოლისთვის საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის მოწვევით იმყოფებოდა.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირში აცხადებენ, რომ წელს მსგავსი ტურნირები ყოველთვიურად გაიმართება, სადაც გათამაშდება როგორც საქართველოს ჩემპიონის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟული ორგანიზაციების საჩემპიონო ქამრები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096258