ფეხბურთი

14:57 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩაბი ალონსო "რეალის" მწვრთნელია

მადრიდის „რეალის“ ახალი მწვრთნელი ჩაბი ალონსოა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბში“ კარლო ანჩელოტი შეცვალა. მან „რეალთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ალონსოს დებიუტი 18 ივნისს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე „ალ-ჰილალის“ წინააღმდეგ შედგება.

ჩაბი ალონსო 2009-2014 წლებში მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და 236 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ექვსი ტიტულიც მოიგო: ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერთასი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი თითოჯერ, ხოლო ორჯერ ესპანეთის თასი.

სამწვრთნელო კარიერა ალონსომ „სოსიედადის“ მეორე გუნდში დაიწყო, ხოლო 2022-2025 წლებში „ლევერკუზენში“ მუშაობდა, რომელსაც 2024 წელს გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „ატალანტასთან“ წააგო და ეს „ლევერკუზენის“ ერთადერთი მარცხი იყო 2023-2024 წლების სეზონში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095057