საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში „გაგრამ“ „თელავს“ უმასპინძლა, რომელიც 3:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ანგარიში პედრო ბორჟესმა გახსნა, რასაც მატჩის მიწურულს „გაგრამ“ კიდევ ორი გოლი დაუმატა. ჯერ გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ილია კაციაშვილმა დააფიქსირა.
„გაგრამ“ 20 ქულა დააგროვა, რითაც მეექვსე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „იბერიას“ შეხვდება. „თელავი“ 12 ქულით ბოლო პოზიციაზეა და მეორე წრეს კონკურენტ „სამგურალთან“ მატჩით დაასრულებს.
„გაგრა“ – „თელავი“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბორჟესი (59), 2:0 ხარბეშვილი (84), 3:0 კაციაშვილი (90)






