სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:36 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

262 მილიონ ევროდ ფასეული გოლი

„სანდერლენდის“ 19 წლის ფეხბურთელი ტომ უოტსონი კლუბის ისტორიაში შევიდა. სწორედ მან გაიტანა 95-ე წუთზე გამარჯვების გოლი ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში „შეფილდ იუნაიტედთან“, რამაც „შავი კატები“ რვაწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დააბრუნა.

შეიძლება ითქვას, ეს გოლი 262 მილიონ ევროდ ფასობდა, რადგან პრემიერლიგაში გადასვლით „სანდერლენდს“ სწორედ ასეთი სოლიდური შემოსავალი ერგო. რომ არა, უოტსონის გოლი, არავინ იცის, „სანდერლენდი“ მოიგებდა თუ არა.

ეს გოლი ფინანსურად და სპორტულად ხომ უმნიშვნელოვანესი იყო, მაგრამ კიდევ ერთი საინტერესო გარემოებაა: უოტსონმა „სანდერლენდში“ ბოლო მატჩი ჩაატარა, თან ეს ყველამ იცოდა, რადგან აპრილში მან კონტრაქტი „ბრაიტონთან“ გააფორმა, რომელსაც ზაფხულში შეუერთდება.

მოკლედ, „სანდერლენდის“ აღზრდილი ტომ უოტსონი 19 წლის ასაკში კლუბს გმირის რანგში ტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174801