ფეხბურთი

19:17 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ნაპოლი" თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის, დე ბრუინმა ნეაპოლში სახლი იყიდა"

აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გაუხარდება თუ ანტონიო კონტე გუნდში დარჩება, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ ეს მოხდება.

როგორც მან აღნიშნა, „ნაპოლი“ ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას და ტიფოზებმა არ უნდა ინერვიულონ. დე ლაურენტისმა კევინ დე ბრუინის ტრანსფერზეც გააკეთა განცხადება და 33 წლის ბელგიელის „ნაპოლიში“ გადასვლა თითქმის დაადასტურა.

„გულშემატკივრები მშვიდად უნდა იყვნენ, „ნაპოლის“ ყოველთვის შეეძლება თავისი სიტყვის თქმა. 83 მილიონამდე გულშემატკივარი გვყავს და ამ სკუდეტოს შემდეგ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. განსაკუთრებით მიხარია, რომ როდესაც გუნდი ვიყიდე, ნეაპოლელი ბავშვები „მილანს“, „ინტერს“ და „იუვეს“ ქომაგობდნენ, მაგრამ ახლა „ნაპოლის“.

კონტე? ჩვენი სამწვრთნელო შტაბის წევრებს კონტრაქტი აქვთ და თუ დარჩენა სურთ, ჩვენც ძალიან გაგვიხარდება, რომ მათთან ერთად გავაგრძელებთ ამ არაჩვეულებრივ თავგადასავალს.

დე ბრუინი? ვფიქრობ, მალე აქ იქნება. ვიცი, რომ ნეაპოლში ლამაზი სახლი შეიძინა. დღეს დილით მას, მის მეუღლეს და 9 წლის შვილს ვესაუბრე. თუმცა, ჯერ არ გიდასტურებთ ტრანსფერს, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა, სერიოზულად უნდა მოვიქცეთ“, - თქვა დე ლაურენტისმა.

კევინ დე ბრუინის ტრანსფერთან ახლოს რომ არიან, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანაც ადასტურებს:

„ბევრს ვმუშაობთ, მიზანთან ახლოს ვართ. არ გვინდა ილუზების შექმნა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ტიფოზებს ამ საჩუქარს გავუკეთებთ. მეტ-ნაკლებად ახლაც მზად ვართ, თუმცა შემადგენლობის დონე უნდა გავზარდოთ“, - აღნიშნა მანამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კევინ დე ბრუინს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის განმავლობაში მთლიანობაში 27 მილიონ ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09027