„მილანს“ ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს - იგლი ტარე. ინფორმაცია ოფიცალურად დადასტურდა.
ალბანელმა მენეჯერმა კლუბთან კონტრაქტი გააფორმა და დღეიდან მუშაობას შეუდგა.
იგლი ტარე წლების განმავლობაში რომის „ლაციოს“ სპორტული დირექტორი იყო, ბოლო პერიოდში კი, არ მუშაობდა. მას იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სხვადასხვა დროს „ბრეშას“, „ბოლონიასა“ და „ლაციოს“ ღირსებას იცავდა.









