ფეხბურთი

1:14 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "ალ-ნასრს" ტოვებს: "ეს თავი დასრულდა, ყველას მადლობელი ვარ"

საუდი პრო ლიგის ბოლო ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-ფატესთან“ 2:3 დამარცხდა.

პორტუგალიელმა ფორვარდმა მორიგი გოლი გაიტანა, სწორედ მან გახსნა ანგარიში. „ალ-ნასრიდან“ მეორე გოლის ავტორი სადიო მანეა.

შესაძლოა, რონალდუსთვის ეს ბოლო მატჩი იყო საუდის არაბეთში, მან სოციალურ ქსელში მატჩის შემდეგ ასეთი მესიჯი გამოაქვეყნა: „ეს თავი დასრულდა. ისტორია? ისევ იწერება. ყველას მადლობელი ვარ“.

„ალ-ნასრმა“ 70 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა სეზონი, ჩემპიონი „ალ-იტიჰადი“ გახდა. კრიშტიანუ რონალდუმ 25 გოლით ბომბარდირის ტიტული მოიგო, ორი გოლით აჯობა ივან ტოუნის და ოთხით კარიმ ბენზემას.

0.095307