სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:18 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო იმის შესახებ, თუ რას გეგმავს ვარსკვლავური დუეტის მბაპესა და ვინისიუსის ეფექტურად გამოყენებისთვის

მადრიდის „რეალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ თავისი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს გუნდის ორ მოთამაშეზე, ვინისიუსსა და კილიან მბაპეზე, მოედანზე მათი ეფექტურად გამოყენების კონტექსტში.

„უპირველეს ყოვლისა, ეს საჩუქარია რომ ჩვენ გვყავს ამ დონის მოთამაშეები. და არა მხოლოდ კილიანი და ვინისიუსი, არამედ ბევრი სხვა. მაგრამ ისინი, ეჭვგარეშეა, ორი მოთამაშეა, რომლებიც განსხვავებას ქმნიან და ჩვენ ყველაფერი ეფექურად უნდა გამოვიყენოთ მათგან. რადგან თუ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, გუნდი მეტს მოიგებს და ეს არის, რაც გვინდა.

მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა, მაქვს იდეები, თუ როგორ გამოვიყენო ისინი ერთად. მაგრამ მათთან შეხვედრამდე დროა. ვაპირებ, ამ იდეაზე ვიმუშაო და დავრწმუნდე, რომ ფეხბურთელები მას მიიღებენ.

ეს კომუნიკაცია და ურთიერთგაგება იმის შესახებ, თუ რა გვინდა და როგორ მივაღწიოთ ამას სწორად, ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გაკეთდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096679