პოლონეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ მაიევსკიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში ამ დროისთვის 25 ფეხბურთელია, ხოლო საბოლოო, 23-კაციან განაცხადს პოლონეთი 4 ივნისს დაასახელებს. მოგეხსენებათ, პოლონეთი ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეა.
მეკარეები: კასპერ ტობიაში (ლეგია), კასპერ ტრელოვსკი (სტალი), იაკუბ მადრჟიკი (სტალი), სლავომირ აბრამოვიჩი (იაგელონია)
მცველები: არიელ მოსორი (რაკუვი), პატრიკ პედა (იუვე სტაბია), მილოშ მატისიკი (არისი), ლუკაშ ბეიგერი (ცელიე), ბარტოლომეი სმოლარჩიკი (კორონა), მიხალ გურგული (ლეხი), ფილიპ ლუბერეჩკი (მოტორი), არკადიუშ პირკა (პიასტი)
ნახევარმცველები: მატეუშ კოვალჩიკი (კატოვიცე), კასპერ კოჟლოვსკი (გაზიანთეფი), მატეუშ ლეგოვსკი (ივერდონი), მარიუშ ფორნალჩიკი (კორონა), ტომაშ პიენკო (ზაგლებიე), დომინიკ მარჩუკი (სოლტ ლეიკი), იაკუბ კალუჟინსკი (ანტალიასპორი), მიხალ რაკოში (ანკარაგუჯუ), ანტოინ კოზუბალი (ლეხი), კაიეტან შმიტი (ზაგლებიე)
თავდამსხმელები: შიმონ ვლოდარჩიკი (სალერნიტანა), ვიქტორ ბოგაში (ნიუ იორკ რედ ბული), ფილიპ შიმჩაკი (კატოვიცე)
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.