„დინამო თბილისის“ 16 წლის ფეხბურთელმა საბა ხარებაშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველ მიწვევაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა:
„წარმოუდგენელი შეგრძნებაა ნაკრებში გამოძახება, ფეხბურთელის კარიერაში ამაზე მეტი ალბათ არაფერია. ჩემი ბავშვობის ოცნება, რაც იყო, ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ჯერ „დილასთან“ მატჩზე ვარ ორიენტირებული და შემდეგ ეროვნულ ნაკრებზე გადავერთვები. პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ პატარა ასაკში ნაკრებში გამომიძახეს, ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა“, - თქვა ხარებაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თუ საბა ხარებაშვილს თამაშის შესაძლებლობა მიეცემა, ის გახდება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ გუნდში პირველ მატჩს ჩაატარებს.