„ბარსელონამ“ ლამინ იამალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 17 წლის ვარსკვლავი განახლებული ხელშეკრულების თანახმად ესპანურ გრანდში 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ამრიგად, „ბარსელონამ“ ახალი კონტრაქტი ჰანსი ფლიკისა და რაფინიას შემდეგ იამალსაც გაუფორმა.
ლამინ იამალმა „ბარსელონაში“ დღემდე უკვე 106 მატჩი ჩაატარა და 25 გოლის გატანა შეძლო.






