კალათბურთი

1:00 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ვირტუსი" სერია A-ს ნახევარფინალში გავიდა

„ვირტუს ბოლონია“ იტალიის სერია A-ს ნახევარფინალში გავიდა, რომელმაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში „ვენეციას“ აჯობა.

სერიაში ანგარიში 2:2 იყო, გადამწყვეტი მატჩი კი, ბოლონიაში მასპინძლებმა 86:84 აჯობეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მეოთხედში „ვირტუსი“ 9 ქულით აგებდა, მაგრამ ბოლო წუთებში თამაში შეატრიალა.

თორნიკე შენგელიას ტრავმა ბოლომდე მორჩენილი არ ჰქონდა, მხოლოდ 3 წუთი ბოლო პერიოდში, როცა გუნდს დასჭირდა. მან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, ხსენებულ დროში 7 ქულა და 1 პასი დააგროვა. თორნიკემ 1-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსმა“ სერიაში 3:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094664