ფეხბურთი

0:30 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარესკა: "კონფერენს ლიგას მოვიგებთ, ჩვენი სეზონი ფანტასტიკური იქნება"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ კონფერენს ლიგის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, თუ ამ ტურნირს მოიგებენ, ფანტასტიკური სეზონი გამოუვათ.

„კარგი სეზონი იყო, მაგრამ ფანტასტიკური იქნება, თუ კონფერენს ლიგას მოვიგებთ, ეს ნიშნავს, რომ ევროპაში გამარჯვებას დავუბრუნდით. ასევე, გავხდებით პირველი გუნდი, რომელიც უეფას ყველა ტურნირს მოიგებს, რაც მნიშვნელოვანია.

პელეგრინი? დღეს თუ იქ ვარ, სადაც ვარ, ეს მისი დამსახურებაა. მანუელთან ოთხი წელი ვიმუშავე, ორი წელი, როგორც ფეხბურთელმა, ორი წელი მის სტაფში, ამიტომ, მასთან ვალში ვარ. მადლიერი ვარ ჩვენი ურთიერთობისთვის და იმ რჩევებისთვის, რასაც მაძლევდა.

ფინალის წინ განცდა მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში ისე განსხვავდება, როგორც დღე და ღამე. ფეხბურთელობისას უფრო მეტად საკუთარ თავზე ფიქრობ, მწვრთნელობისას კი, 30 ადამიანზე და სხვა ბევრ რამეზე. შედარება არ არსებობს. „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ იყო, მე სამწვრთნელო შტაბში ვმუშაობდი, ამიტომ გარკვეული გამოცდილება მაქვს“, - თქვა მარესკამ.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „ჩელსის“ მატჩი 28 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09648